თეგი: ვენდი შერმანი

ვენდი შერმანის თქმით, შეერთებული შტატები დიპლომატიისკენ ისწრაფვის, მაგრამ ასევე ემზადება უარესი სცენარისთვის

შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ მზადაა, გამოიყენოს ძალა უკრაინის წინააღმდეგ, თებერვლის შუა რიცხვებისთვის, მიუხედავად ზეწოლის კამპანიისა, განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანმა. შერმანმა, რომელიც ამ თვის დასაწყისში შეხვდა რუს კოლეგას ვენაში, აღნიშნა, რომ პუტინის გეგმაზე, შესაძლოა, გავლენა იქონიოს 4 პეკინის ზამთრის თამაშებმა, რომელსაც შეერთებული შტატები და რამდენიმე მოკავშირე ბოიკოტს უცხადებენ. შერმანმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები დიპლომატიისკენ ისწრაფვის მაგრამ ასევე ემზადება უარესი სცენარისთვის - „სრული შეჭრიდან“ დაწყებული, დამთავრებული „ჰიბრიდული თავდასხმებით ან დივერსიით, საბოტაჟით“. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ გვამებით სავსე ტომრებიც დაბრუნდება მოსკოვში

"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის არა მხოლოდ ეკონომიკური შედეგებს, არამედ გვამებით სავსე ტომრებსაც მიიღებს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა განაცხადა. „ეს არა მხოლოდ გამოიწვევს შედეგებს, არამედ ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ გვამებით სავსე ტომრებიც დაბრუნდება მოსკოვში, რომ რუსეთის მოქალაქეები დაზარალდებიან, რადგან მათი ეკონომიკა მთლიანად განადგურდება. ასე რომ, ეს მისთვის ძალიან სერიოზული არჩევანია და მიუხედავად ყველაფრისა, რაც ახლა ხდება, ვიმედოვნებთ, რომ ის სწორ არჩევანს გააკეთებს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ვენდი შერმანი: რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სულ მცირე სამ სამოქალაქო გემზე, რომლებსაც შავი ზღვის აკვატორიიდან ტვირთი გადაჰქონდათ

რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სულ მცირე სამ სამოქალაქო გემზე, რომლებსაც შავი ზღვის აკვატორიიდან ტვირთი გადაჰქონდათ. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა განაცხადა. ასევე, შერმანის თქმით, რუსეთის საზღვაო ძალები ახდენენ უკრაინული პორტების ბლოკირებას, რაც კიევს მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობას არ აძლევს და რის გამოც სურსათით დატვირთული 94 გემი ხმელთაშუა ზღვაში ვერ გადის. „ვიდრე პუტინი თავის ომს აგრძელებს, ვიდრე რუსული ჯარი უკრაინულ ქალაქებს ბომბავს და ჰუმანიტარულ კოლონებს ბლოკავს, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გადასვლას ვერ ახერხებს, ეს ჰუმანიტარული კრიზისი მხოლოდ გაძლიერდება“, - განაცხადა შერმანმა. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა  

ვენდი შერმანი: რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს ვერ აღწევს

"რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს ვერ აღწევს და რომ ამის მიზეზი ნაწილობრივ დასავლეთის სანქციებია", - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა განაცხადა. „ჩვენი მიზანია ვლადიმირ პუტინისა და კრემლის სტრატეგიული მარცხი. მივიჩნევ, რომ ეს უკვე ხდება. რაც არ უნდა მოხდეს, უკრაინა გადარჩება“, - აღნიშნა შერმანმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

ვენდი შერმანი გერმანელ კოლეგას საქართველოს შესახებ ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი დღეს გერმანიის სახელმწიფო მდივანს ესაუბრა. პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, მდივნის მოადგილემ გერმანიას მადლობა გადაუხადა უკრაინისა და მოლდოვის ძლიერი მხარდაჭერისთვის. მათ ასევე განიხილეს საქართველოს საკითხი და გაიზიარეს შეშფოთება ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე განვითარებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ. ხაზი გაუსვეს დეესკალაციისკენ საჭირო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.  

ვენდი შერმანი თანამდებობას ტოვებს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ვიქტორია ნულანდი შეასრულებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საკადრო ცვლილებებია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა სამთავრობო სამსახურის დატოვების შესახებ მაისში განაცხადა. ის მოვალეობას 28 ივლისამდე ასრულებს. სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენის თქმით, შერმანის გადადგომის შემდეგ მის მოვალეობას ვიქტორია ნულანდი შეასრულებს, ვიდრე ახალი კადრი დაინიშნება. ვენდი შერმანს აშშ-ის ადმინისტრაციაში სამ პრეზიდენტთან და ხუთ სახელმწიფო მდივანთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ბლინკენმა მის ღვაწლს გაუსვა ხაზი და შერმანს „შესანიშნავი საქმიანობისთვის“ მადლობა გადაუხადა. ნულანდთან დაკავშირებით კი, აღნიშნა: „ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს მისი გამოცდილების და უნარების ადამიანი, დეპარტამენტისადმი ერთგულებით, რომელიც ამ დამატებით პასუხისმგებლობას აიღებს.“ ნულანდი ამ ახალი როლის შეთავსების გარდა, სახელმწიფო მდივნის მოადგილის (პოლიტიკის საკითხებში) პოზიციაზე მუშაობს.